გრიპის ვაქცინით აცრა   

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკის ქვეშ მყოფი ყველა ​ჯგუფისთვის დღეიდან დაიწყო.

გრიპის ვაქცინით უფასოდ აცრა შეუძლიათ მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ორსულებს, დიალიზზე მყოფ პირებს, სამედიცინო პერსონალს, მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრებს, პედაგოგებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს და 60 წელს ზემოთ პირებს. სახელმწიფომ მიმდინარე წლის გრიპის სეზონისთვის 200 ათასი დოზა 4 კომპონენტიანი გრიპის ვაქცინა შეიძინა, რომელიც გრიპის ვაქცინის ასაცრელ პუნქტებში უკვე ხელმისაწვდომია.

დატოვე კომენტარი