გრიპის ვაქცინის მარაგი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის ოთხი ათასი დოზა სტრატეგიულ მარაგშია. ამირან გამყრელიძე, ორსულებსა და დიაბეტით დაავადებულ პირებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. მიმართვიანობა იაშვილის კლინიკაში, ბოლო დროს არ გაზრდილა. სამედიცინო დაწესებულებას დღეში საშუალოდ, 60-80 პაციენტი მიმართავს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, მოქალაქეთა უმრავლესობა მკურნალობას სახლში განაგრძობს, რადგან რაიმე ტიპის გართულებას ადგილი არ აქვს.

დატოვე კომენტარი