ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმებულია.
ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში გრიპით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა. ძირითადად ცირკულირებს H1 N1, ე.წ. ღორის გრიპი, ასევე A და B ტიპის ვირუსები. განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები არიან. პედიატრიულ კლინიკებში მიმართვის მაჩვენებელი გაზრდილია. ინფიცირებული ბავშვების ნაწილს პნევმონია აღენიშნება. ექიმები პიკს დეკემბრის ბოლოდან ელოდებიან. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, რთული იქნება იანვარიც. მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.