გრიპის სეზონისთვის მზადება და მუნის შემთხვევები 

21:55, 04.11.2025

მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება ბავშვებში დაფიქსირებული, კანის ინფექციური დაავადების – მუნის შემთხვევები. მათ შორის ინფექცია თბილისის ხუთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გამოუვლინდათ. შესაბამისი ზომები ბაღებში უკვე მიღებულია, სააღმზრდელო პროცესი კონკრეტულ ჯგუფებში დროებით შეწყვეტილია. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება იმ სკოლებშიც, სადაც დაავადება მოსწავლეებს დაუდგინდათ. ქვეყნის მასშტაბით მუნის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობის მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება. დაავადების მარტივი მიმდინარეობისა და მოკლე დროში განკურნების გათვალისწინებით, მედიკოსები განგაშის საფუძველს ვერ ხედავენ. ექიმების განსაკუთრებული ყურადღება ახლა სეზონური ვირუსებისკენ არის მიმართული, ყველაზე აქტიური სეზონის მოახლოების პარალელურად სპეციალისტთა მთავარი რეკომენდაცია – დროული ვაქცინაციაა.

მსგავსი