გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
ორ დღეში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.
ქვეყანაში შემოტანილია ფრანგული წარმოების სამკომპონენტიანი ვაქცინის 200 000 დოზა. იმუნიზაცია უფასოა. სახელმწიფო პროგრამა ყველა კატეგორიას მოიცავს. ვაქცინა შემოდგომის სეზონზე გავრცელებულ გრიპის ვირუსის სამ შტამზეა გათვლილი. საუბარია A ტიპის ორ და B ტიპის ერთ შტამზე. ექიმები მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ – მითუმეტეს ბოლო წლების სტატისტიკის და დაბალი მიმართვიანობის ფონზე. აქცენტი რისკ-ჯგუფებზე კეთდება. დიდი ალბათობით, ხვალ უკვე გამოქვეყნდება იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც მოქალაქეებს შესაბამის სერვისს შესთავაზებენ.