გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სეზონური ვირუსებისგან დასაცავად ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.

ამ ეტაპზე საუბარია სახელმწიფოს დაფინანსებით შეძენილ 4-კომპონენტიან ვაქცინებზე, რომლებსაც რამდენიმე კატეგორიას უფასოდ გაუკეთებენ. იგულისხმება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მედპერსონალი, ფეხმძიმეები და სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები. რაც შეეხება კერძო კლინიკებს, ვაქცინები ხვალიდან კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც იქნება ხელმისაწვდომი. პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის გამო ექიმები წელს გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს ელოდებიან.