გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

21:49, 21.10.2026

დილის ცხრა საათიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველი დღის მონაცემებით აქტივობა საკმაოდ მაღალია. შემოტანილია ფრანგული წარმოების სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი სერვისების მიმწოდებელ 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაშია გადანაწილებული. მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში დამატებითი პარტიების შემოტანა იგეგმება. ვაქცინა ა ტიპის ორ და ბე ტიპის ერთ შტამზეა მორგებული. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკ-ჯგუფებს, დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. სეზონური ვირუსების ცირკულირება წელს ნაადრევად, სექტემბრიდან დაიწყო. ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება.

მსგავსი