გრიპის მაჩვენებლები და პედიატრების რეკომენდაციები მშობლებს

21:30, 06.01.2026

სადღესასწაულო დღეებში გაზრდილი მობილობის გათვალისწინებით მომატებულია სეზონური ვირუსების მაჩვენებელი. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებშიც.

ეპიდემიოლოგები თებერვლის ნაცვლად პიკურ პერიოდს იანვრის მეორე ნახევარში ელოდებიან, რასაც, თავის მხრივ, სასწავლო სეზონის განახლებაც შეუწყობს ხელს. ქვეყანაში გავრცელებული ვირუსების დიდი ნაწილი გრიპის ვირუსზე მოდის. მათ შორის დომინანტი ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსია, რომელიც ე.წ. ღორის გრიპის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება. გართულებების მხრივ რისკ-ჯგუფებში ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და მცირეწლოვნები შედიან. ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რომელიც ადამიანს შესაძლოა ინფიცირებისგან ვერა, თუმცა დაავადების გართულებებისგან იცავს.

მსგავსი