გრიგორი კარასინის განცხადება

გრიგორი კარასინის განცხადებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა.

რუსეთის პირველი დიპლომატის ყოფილმა მოადგილემ დაადასტურა, რომ მაისში თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას რუსული დელეგაციაც დაესწრება. თუმცა, დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, უხელმძღვანელებს თუ არა ჯგუფს სერგეი ლავროვი, რომელსაც დელეგაციის წევრთა ნაწილთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს. ეს კი სანქციებს გულისხმობს.

დელეგაციის შემოშვების შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მასშტაბური პროტესტით ემუქრება.

ოპონენტების გაფრთხილება გაუგებარია მმართველი გუნდისთვის, რომელიც ევროსაბჭოს წესდების და ეროვნული კანონმდებლობის დაცვის პირობას დებს და საკითხის გადასაწყვეტად საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს გეგმავს.