გრიგოლ ვაშაძის პრესკონფერენცია

ქუთაისში პირველ საჯარო სკოლასთან მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა პრესკონფერენცია გამართა. გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებას  ის ადამიანები წარუდგინა, ვინც მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. მათ შორის არიან პარლამენტის ყოფილი დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ გია თევდორაძე, ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი. ასევე, პარტია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის  ყოფილი ოფისმენეჯერი ცირა ჯინჭარაძე.