გრიგოლ ვაშაძის ორი განცხადება – პოლიტიკური შეფასებები

21:27, 10.11.2020

გრიგოლ ვაშაძის მოულოდნელი გზავნილი და მალევე შეცვლილი განცხადება: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დღევანდელი მიმართვა, დანარჩენი ოპოზიციის გარდა, მისი პარტიისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. გავრცელებულ განცხადებაში ის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზე მიანიშნებს და ამ ფონზე პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადატანისა და დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე წერს. მითითებულია პოლიტიკური კრიზისის დასრულების პირობებიც: სადავო უბნების გადათვლა და სასამართლოებში ოპოზიციის საჩივრების განხილვის ბოლომდე მიყვანა. პარტიასთან შეუთანხმებელ მიმართვას თანაგუნდელებისა და პოლიტიკური პარტნიორების მწვავე რეაქციები მოჰყვა. გაჩნდა კითხვა: არის თუ არა პარტიის პრესსამსახურის მიერ მალევე თავმჯომარის სახელით გავრცელებული სრულიად სხვა შინაარსის განმარტების ავტორი ისევ ვაშაძე, რომელიც კამერებთან დღეს საერთოდ არ გამოჩენილა.

მსგავსი