გრიგოლ ვაშაძის განცხადება

გრიგოლ ვაშაძე პირველ არხზე ხვალინდელ დებატებში სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვით მიმართავს.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, აქცენტები გაკეთდება არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე,  ფარულ ჩანაწერებზე, „ომეგა ჯგუფსა“ და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის კორუფციულ საქმიანობაზე.

შეგახსენებთ, პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები 24 ოქტომბერს, 22 საათზე იგეგმება.