გრიგოლ ვაშაძემ თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ცოტა ხნის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილი მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსახლეობას გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

თავად საპრეზიდენტო კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მისია მმართველი გუნდისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებაა.

დღეს დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან მათი ოჯახების წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე ისაუბრეს და ამაზე პასუხისმგებლობის მქონე პირების დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.