გრიგოლ ვაშაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს პირველი შეხვედრა სტუდენტებთან გამართა გრიგოლ ვაშაძემ. სამოქალაქო მოძრაობა  –“ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატმა ახალგაზრდების აზრი მოისმინა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

საუბარი, ასევე, შეეხო განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობას “ძალა ერთობაშიაეროვნულ ძალთა გაერთიანება შეუერთდა, რომელიც მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.