გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო აქტივობას განაგრძობს

წინასაარჩევნო აქტივობებს განაგრძობს გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატიც. გრიგოლ ვაშაძე დღეს ქუთაისში იმყოფებოდა.

მის მხარდამჭერებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვასაძემ პარლამენტის შენობასთან განცხადება გააკეთა და საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანა გააპროტესტა.

პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, მმართველი გუნდი ქუთაისისთვის სოციალური სტატუსის და როლის წართმევას ცდილობს.