გრიგოლ ვაშაძე საპატრიაქოს განცხადებას ეხმაურება

გრიგოლ ვაშაძე საპატრიაქოს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საპატრიარქოს პრესსპიკერმა „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, მის უწმინდესობასთან გამართული საუბრის ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.

ვაშაძემ შეხვედრის დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა და თქვა, რომ ილია მეორე ოპოზიციური გაერთიანების გეგმებით დაინტერსდა, რაზეც „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა მის უწმინდესობას უპასუხეს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის, მათ მთავარ მიზანს, ერთპარტიული მმართველობის დასრულება წარმოადგენს.