გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი თბილისში კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად გრიგოლ ვაშაძე სამგორში იმყოფებოდა. ის მოსახლეობას პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შედეგად ახალი კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა უარს იტყვის დაპირისპირებასა და შუღლზე და იზრუნებს ეკონომიკის განვითარებაზე.
საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამა ხელფასის და პენსიის ზრდას, გადასახადის შემცირებას, კრედიტების ტვირთის შემსუბუქებას და განათლების და ჯანდაცვის სფეროს რეფორმას ითვალისწინებს.