გრიგოლ ვაშაძე რუსთავში ადგილობრივებს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დღეს რუსთავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

პარტიის ლიდერმა შეხვედრის მონაწილეებს გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხელმოწერების შეგროვებაც, რომლის მიზანიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.