გრიგოლ ვაშაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ და რუსთავის ე.წ. ინტერნატების უბანს ესტუმრნენ.

გრიგოლ ვაშაძე რუსთავის ახალგაზრდობას გაესაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მოძრაობას აქვს გეგმა, როგორ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და პენსიები 400 ლარამდე გაზარდოს.