გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდა

გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდა.

ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ მოქალაქეებს გრიგოლ ვაშაძემ და ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებმაც მიმართეს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, კოალიციური მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აუცილებლობა ვაშაძის გამოსვლის მთავარი საკითხები იყო.