გრიგოლ ვაშაძე NGO-ებს შეხვდა

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. როგორც ვაშაძემ განაცხადა, უსაფრთხოება და თავდაცვა ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.