გრიგოლ ვაშაძე NGO-ებს შეხვდა

15:28, 01.11.2018

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აუდიენციის მონაწილეებმა არჩევნების პირველი ტური შეაფასეს.

მესამე სექტორის განცხადებით, მთავარია წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში წარიმართოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, სურვილის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდებიან.

მსგავსი