გრიგოლ ვაშაძე მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. კერძოდ, ვაშაძის განცხადებით, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ.

ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების ამნისტია უნდა გამოაცხადოს, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად უნდა გაანახევროს იპოთეკური სესხების პროცენტი.