გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ბათუმში შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ბათუმში, საზაფხულო თეატრში შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა პრიორიტეტებზე საუბრისას აქცენტი მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე.

მარიხუანის შესახებ კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება პაატა ბურჭულაძემ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ასევე სანდრა რულოვსმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.