გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მცხეთაში ამომრჩევლებს შეხვდა. მან მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, ისაუბრა საგარეო და საშინაო პრიორიტეტებზე, ასევე, სიღარიბის დაძლევაზე.
განსაკუთრებული ყურადღება არაღიარების პოლიტიკასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გაკეთდა.