მარნეულის მოსახლეობას შეხვდა პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ვაშაძემ ადგილობრივებს საკუთარი პროგრამა კულტურის სახლში გააცნო.
დასაქმება, განათლება და ნაკლები კრიმინალი ქვეყანაში შეხვედრის ძირითადი გზავნილები იყო.
გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.