გრიგოლ ვაშაძე ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა

18:20, 06.10.2018

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს გურიაში ჩავიდა. გრიგოლ ვაშაძე, მოძრაობის ლიდერებთან ერთად, ლანჩხუთის მცხოვრებლებს შეხვდა.

მან ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. განათლება, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლის მოგვარებასაც ვაშაძე ამომრჩეველს დაჰპირდა.

 

მსგავსი