გრიგოლ ვაშაძე კახეთში საარჩევნო შეხვედრებს მართავს

15:20, 30.07.2018

კახეთში საარჩევნო შეხვედრებს მართავს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატიც. გრიგოლ ვაშაძე და მოძრაობის „ძალა ერთობაშია” სხვა ლიდერებმა პირველი შეხვედრა ახმეტაში გამართეს. მათი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. ვაშაძემ ადგილობრივებს საკუთარი ხედვა გააცნო და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მსგავსი