გრიგოლ ვაშაძე გურიის მცხოვრებლებს ხვდება

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ისინი  ჩოხატაურის სოფელ შუა ამაღლებაში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ადგილობრივების მთავარი პრობლემა ფაროსანასა და სხვადასხვა დაავადების მიერ დაზიანებული მოსავალია. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყებს ეფექტური პროგრამების განხორციელებას, რომ მომავალში მსგავსი ვითარება თავიდან იყოს აცილებული.