გრიგოლ ვაშაძე ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა

გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა ბათუმში გამართა.

ვიდრე გრიგოლ ვაშაძე შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო პრიორიტეტებს გააცნობდა, დარბაზში მყოფ ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და ასევე მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა.

მოგვიანებით ტრიბუნა გრიგოლ ვაშაძემ დაიკავა, რომელმაც გამოსვლისას ყურადღება საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, განათლებაზე და მრავალპარტიულ მმართველობაზე გაამახვილა.