გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის” სახელით მიიღებს

12:11, 21.10.2018

გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იქნება დაფიქსირებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის” სახელით მიიღებს.

ოპოზიცია ითხოვს, რომ ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად, მიეთითოს „გაერთიანებული ოპოზიცია“. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მსგავსი