გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ,,პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი“ გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ,,პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი“ გაიხსნა. კვლევითი ცენტრი პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის ფარგლებში ასევე „პროფესიული ეთიკის განვითარების“ კრებული გამოიცა, რომლის დახმარებითაც უმაღლეს საგანმანათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებებში, შესაძლებელი იქნება პროფესიული ეთიკის საფუძვლების, ასევე პროფესიული ეთიკისა და ქცევის თანამედროვე სტანდარტების სწავლება.

ღონისძიებას სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა.