გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი  

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი დასრულდა.

პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროცესს ყოფილი მაღალჩინოსანი არ ესწრებოდა, მის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ 24-საათიან ვადაში საქმის მასალების გაცნობას ვერ მოახერხებს. ლილუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ოთხ ეპიზოდზე მიმდინარეობს. მათ შორისაა ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა მფარველობასაც ედავებიან. ერთ-ერთ ეპიზოდში გამოძიებამ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძეც ახსენა, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფება. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღება – ასეა ფორმულირებული ბრალდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ. ლილუაშვილი გუშინ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად პირველად დაიბარეს და რამდენიმე წუთში დააკავეს. ორი თვით ადრე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის გარემოცვის წევრებიც აიყვანეს.