გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე იკითხება, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. დაცვის მხარის განცხადებით, აქამდე დაკითხული მოწმეებიდან არცერთი არ არის პირდაპირი მოწმე, რომელიც დანაშაულებრივ სქემასთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირს დაადასტურებდა. სახელმწიფო ბრალდების პოზიციით კი, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რაც ლილუაშვილის დანაშაულს ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.