გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 6 მოწმე იკითხება. არსებული ინფორმაციით, მოწმეები ბაგა-ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრებენ. ლილუაშვილს სახელმწიფო ბრალდება რამდენიმე ეპიზოდს ედავება, მათ შორის არის ბაგა-ბაღების საქმე. პროკურატურის ცნობით, ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს იღებდა. სუს-ის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ედავებიან, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.