გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი
სუს-ის ყოფილი უფროსი კვლავ პატიმრობაში დატოვეს.
დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილიც იმყოფებოდა. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის გარდა მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე სასამართლო 22 აპრილისთვის იმსჯელებს. პროკურორი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები კონკრეტული მოწმეების ჩვენებებით და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით არის გამყარებული და ერთმანეთთან თანხვედრაშია. პროკურორმა პროცესის დახურვის მიზეზებიც განმარტა. პროკურატურამ პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობა მოწმეების უსაფრთხოების მოტივით დააყენა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა და სხდომა დახურა. საზოგადოების ინფორმირების არგუმენტით დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. გიორგი ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ედავებიან.