გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

12:13, 15.09.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა დასკვნით ეტაპზეა. ამ წუთებში ლილუაშვილის ადვოკატები საბოლოო სიტყვას ამბობენ. შესაძლოა, საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდეს. ადვოკატები საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებენ, პროკურატურა კი – გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. პროკურორის თქმით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლილუაშვილმა წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ედება. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და „ქოლ-ცენტრების“ მფარველობას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრიგოლ ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი