გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, მოწმის სახით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე დაიკითხა. აღსანიშნავია, რომ რომეო მიქაუტაძე გასულ სასამართლო სხდომაზე დისტანციურადაც დაკითხეს, სადაც პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, მიქაუტაძემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხული.
აღნიშნული შინაარსის განცხადება, ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღევანდელ სხდომაზეც გაიმეორა და განმარტა, რომ მიქაუტაძე სუს-ი ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს თანხას საკუთარ კაბინეტში გადასცემდა. დახურული სხდომის დეტალებზე მხარეებმა ისაუბრეს. პროკურორი ირწმუნება, რომ საქმეში აღნიშნული განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობს.
საპირისპირო მოსაზრება აქვს რომეო მიქაუტაძის ადვოკატს. ლანა ცერცვაძე აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, მას თანხა სუს-ში გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.