გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება - ბრიფინგი პროკურატურაში

გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ, ინფორმაცია საზოგადოებამ დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გაიგო. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ლილუაშვილს ჯამში ოთხ ეპიზოდში ედება ბრალი. საქმეში ასევე ფიგურირებს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც ასევე კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა, სხვადასხვა არალეგალური საქმიანობის სანაცვლოდ ჯამში, 2 მილიონ 365 ათასი ამერიკული დოლარი და მილიონ ნახევარი ლარი აიღო.

 

#მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE