გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ლილუაშვილს რამდენიმე ეპიზოდში ედება ბრალი. მათ შორის არის ქრთამის აღება, ე.წ. ქოლცენტრები და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვები.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე