ქრთამის აღება, ე.წ. ქოლცენტრები და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვები – აღნიშნული ბრალდებებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. ბრალი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილის დაკავებას აფასებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დაკავებების სერიებს კორუფციასთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვთ, არამედ ფიქრობენ, რომ აღნიშნული – შიდაკლანურ ბრძოლებთანაა დაკავშირებული. მმართველ გუნდის აზრით, სახელისუფლებო პარტია, კორუფციასთან ბრძოლისას უკომპრომისოა.
ანა ბროლაძის ჩართვა თემის დეტალებით #მოამბე