გრიგოლ გიორგაძე დევნილებს შეხვდა

დევნილთა 150 ოჯახი კვლავ „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში რჩება. მოლაპარაკებები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან უშედეგოდ დასრულდა.

დევნილები ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ. ჯერ კიდევ საცხოვრებელ კორპუსთან რჩება სამინისტროს წარმომადგენელიც. დღეს იქ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. ორ ქალბატონს დახმარება ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

დღესვე მინისტრის მოადგილე დევნილთა კიდევ ერთ ნაწილს შეხვდა და ახალი სიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც წელს 800-მდე ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

გიორგაძე დევნილებს საინიციატივო ჯგუფის შექმნასაც სთავაზობს. მინისტრის მოადგილე მზად არის, ყველა ოჯახის მონაცემები ინდივიდუალურად განიხილოს.