გრიგოლ გეგელიამ საარჩევნო კამპანია შეაჯამა

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, კანდიდატები ბოლო კამპანიას აჯამებენ და ბოლო შეხვედრებს მართავენ. მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ საარჩევნო კამპანია შეაჯამა. ის აცხადებს, რომ ბრძოლა უთანასწორო იყო. კანდიდატი მთავარ აქცენტს მემარცხენე პოლიტიკაზე, შრომით უფლებებზე, ეკოლოგიურ მდგომარეობასა და დასაქმებაზე აკეთებს.

მისი განცხადებით, ასევე გადასახედია კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობისა და მშენებლობების შესახებ. გეგელიასთან ერთად, საარჩევნო კამპანია შეაფასეს მისი შტაბის წევრებმაც.

დატოვე კომენტარი