გრიგოლ გეგელიამ ოქროყანის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ ოქროყანაში შეხვედრა გამართა. მოუწესრიგებელი და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტის პრობლემა ის საკითხებია, რაზეც ადგილობრივებმა ისაუბრეს. გრიგოლ გეგელიამ ოქროყანის მცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამა და ის გეგმები წარუდგინა, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.