გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ თავს დაესხნენ
 პარტია „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ საკუთარ სახლთან უცნობი პირი თავს დაესხა. გეგელიას ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის ინტერვიუს მიცემის შემდეგ, ტერიტორიას ტოვებდა. მისი განმარტებით, თავდაპირველად მანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შსს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, გეგელია გამოკითხვაზე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. „ლელო – ძლიერი საქართველო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეო მდივანზე თავდასხმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.