მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა.
სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა:
- ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა;
- შინაარსობრივი გამართულობა;
- სტრუქტურული გამართულობა;
- ენობრივი გამართულობა;
- სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა;
- მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა;
ჯამში, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა. ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.