გრემის ნომინანტები
გრემის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია.
ოფიციალურ ვებგვერდზე შემსრულებელთა სია გამოქვეყნდა. 11 ნომინაციით პირველ ადგილზეა ბრიტანელი მომღერალი რეი, რომელმაც განსაკუთრებული აღიარება 2025 წელს გამოშვებული ალბომით მოიპოვა. სიის სათავეშია ესპანელი არტისტი როსალია – 9 ნომინაციით. ვინ გახდება წლის ალბომის და სიმღერის ავტორი ეს 2027 წლის შვიდ თებერვალს ლოს ანჯელესში გაირკვევა, თუმცა ცერემონიაზე ყურადღების ცენტრში, სავარაუდოდ ისევ ბიონსე იქნება. გრემის ნომინაციების რეკორდსმენმა პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა და წელს მიღებული ერთი ნომინაციით გრემის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებული არტისტი გახდა.