გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი – საჯარო განხილვა
ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა დაიწყო. გარდაბნის მერმა მოსახლეობას გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული პროექტები დეტალურად წარუდგინა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე. პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს სკოლამდელი და სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სტრატეგია არის ადგილობრივი განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც უშუალოდ მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება. სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.