ის, რომ კონკრეტული მიმართულებებით დაფინანსებები ქვეყანაში მოქმედი კანონის გვერდის ავლით ხდება, ადასტურებს მიხეილ სააკაშვილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, მიხვდა, ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა. ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობისა და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს, გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია. მინდა, მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს – ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა“, – წერს სააკაშვილი.