რუსთავის სპორტის სასახლეში საკრივო შოუ გაიმართა. პროფესიონალური კრივის რინგზე სადებიუტო ბრძოლა მშობლიურ ქალაქში ოლიმპიურმა პრიზიორმა, ლაშა გურულმა ჩაატარა. ქართველმა განელი მოკრივე ბერნარდ აბეი დაამარცხა და პროფესიულ კრივში პირველი გამარჯვება მოიპოვა. რვა რაუნდიან სარეიტინგო ბრძოლაში წარმატებას მიაღწია მსოფლიო ქამრის მომავალმა პრეტენდენტმა, ირაკლი მელიქიშვილმაც. რუსთავის სპორტის სასახლეში ასევე გამარჯვებები იზეიმეს ლაშა კერესელიძემ და გიორგი ჭიღლაძემ. საკრივო შოუ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მისი მხარდამჭერი რუსთავის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო იყო.